რა არის OFOODO?

იდელური გადაწყვეტილება რესტორნებისა და სასტუმროებისთვის.

OFOODO-ს პლატფორმა მომხმარებელს საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში მიიღოს სრული ინფორმაცია ყველა რესტორანზე, დაათვალიეროს მენიუ ონლაინ, დაჯავშნოს მაგიდა, შეუკვეთოს სასურველი კერძი ადგილზე მიტანით(Delivery) ან ადგილიდან წაღებით(Pick-up).

სერვისები

მაგიდის რეზერვაცია

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად და არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, OFOODO-ს რეზერვაციის პლატფორმით საშუალებას მისცემთ მომხმარებლებს წინასწარ დაჯავშნონ მაგიდა მენიუთი ან მენიუს გარეშე.


მიტანის სერვისი (Delivery)

განათავსეთ რესტორანი OFOODO-ს ერთიან პლატფორმაზე(ofoodo.com) და მიიღეთ დამატებითი შეკვეთები. მიეცით საშუალება ათასობით მომხმარებელს დაათვალიეროს თქვენი კერძები ონლაინ და განახორციელოს შეკვეთა. ჩვენი პლატფორმის მეშვეობით შეგიძლიათ შექმნათ გამართული საკუთარი მიტანის სერვისი ან ისარგებლოთ ჩვენი მიტანის სერვისებით.


ადგილიდან გაცემა (Pick-up)

დაზოგეთ მომხმარებლის დრო. ofoodo.com ერთიან პლატფორმაზე მომხმარებლებს შეუძლიათ წინასწარ განახორციელონ სასურველი კერძების შეკვეთა და წაიღონ გამზადებული კერძები რესტორნიდან ლოდინის გარეშე მათ მიერ წინასწარ მითითებულ დროს.


ელექტრონული მენიუ (QR Menu)

თქვენს ობიექტზე OFOODO-ს ელექტრონული QR მენიუს სისტემის დანერგვა საშუალებას მისცემს რესტორანში მოსულ სტუმრებს დაათვალიერონ მენიუ ვიზუალურად საკუთარ ტელეფონში მათთვის სასურველ ენაზე და გააკეთონ კერძების არჩევანი. ამავდროულად განახორციელონ შეკვეთა მარტივად მიმტანის დახმარებით ან მის გარეშე. აღნიშნული სისტემა არ საჭიროებს დამატებით აპლიკაციას.

აღნიშნული სერვისი იდეალური გადაწყვეტილებაა მომხმარებლებს აარიდოთ კონტაქტი ქაღალდის მენიუსთან და შეამციროთ ვირუსის გავრცელების რისკები.


OFOODO-ს უსასრულო შესაძლებლობები

ყველა რესტორანი ერთ პლატფორმაზე


მრავალენოვანი ელექტრონული მენიუ


არ საჭიროებს აპლიკაციის ჩამოტვირთვას


ყველა სერვისებით სარგებლობა ერთიანი პლატფორმის მეშვეობით


რესტორნის შეფასების მიღება


სპეციალური შეთავაზებების შესაძლებლობა


რესტორნის სიახლეების პოპულარიზაცია


ონლაინ გადახდები


შეკვეთების მართვის ერთიანი აპლიკაცია



თუ გსურთ ისარგებლოთ OFOODO-ს პლატფორმით და სერვისებით,

შეავსეთ განაცხადის ფორმა

ან დაგვიკავშირდით

555 69 68 64           business@ofoodo.com

.